Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სკოლა-სემინარი „ორ განზომილებიან კრისტალებსა და ფოტონიკაში"

2019 წლის 9-14 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება „საერთაშორისო სკოლა-სემინარი ორ განზომილებიან კრისტალებსა და ფოტონიკაში“  (2DCP).
სკოლა სემინარის ორგანიზატორები არიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრა, ჩრდილო კაროლინას ცენტრალური უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის სითი კოლეჟის წარმომადგენლები. ღონისძიების თანაორგანიზატორია ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუაზღვის ინსტიტუტი.
სკოლა სემინარის მხარდამჭერები არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და Office of Naval Research (აშშ).
საკითხები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი თემატიკებით:

  •   2D პლაზმონიკა და მეტაზედაპირები
  •   ექსიტონების ფიზიკა დაბალ განზომილებიან ნახევარგამტარებში
  •    პოლარიტონიკა და არაწრფივი ოპტიკა კვანტური მასალებით

 სკოლა-სემინარში  მონაწილეობა შეუძლიათ:

  •   ფიზიკის    მიმართულების ბაკალავრიატის მაღალი სემესტრების (მე-6 სემესტრი და ზევით), მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს  და ახალგაზრდა მეცნიერებს.
  •   სხვა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ფიზიკის საგნები და აქვთ  საკმარისი ცოდნა კვანტურ მექანიკაში.

მონაწილეებს შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში წარმოადგინონ სტენდური მოხსენება.

შერჩეული სტუდენტების და ახალგაზრდა მეცნიერები განთავისუფლებულნი იქნებიან გადასახადისგან და  მონაწილეობას მიიღებენ სრულ სოციალურ პროგრამაში (საზეიმო მიღება, ექსკურსია, გალა ვახშამი), სკოლა-სემინარის განმავლობაში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით.                                                                                            

სკოლა სემინარში  მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 18 ივლისიდან  31 ივლისის 17 საათამდე  თსუ მე-2 კორპუსის 108 ოთახში უნდა წარმოადგინონ

  •  განცხადება სკოლის საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე
  •  პირადობის მოწმობის ასლი,
  •  ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ (მხოლოდ სტუდენტებისთვის)
  •  ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (მხოლოდ სტუდენტებისთვის)
  •  ცნობა სამუშაო ადგილიდან (მხოლოდ ახალგაზრდა მეცნიერთათვის)
  •  სტენდური მოხსენების აბსტრაქტი (სურვილის შემთხვევაში)

დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ელ-ფოსტის საშუალებითაც:  tchelidze@tsu.ge

წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე საორგანიზაციო კომიტეტი მოახდენს სტუდენტთა შერჩევას. შერჩევის ძირითადი კრიტერიუმია მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA).

შერჩეულ კანდიდატებს შედეგები ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით.